რუსეთის არჩევნები

პუტინმა მხარდამჭერების წინაშე იტირა

ვლადიმირ პუტინმა მოსკოვის ცენტრში შეკრებულ მხარდამჭერებთან მიმართვისას იტირა. პუტინმა ცრემლები მაშინ ვერ შეიკავა, როცა მის გვერდით მდგომი დიმიტრი მედვედევი ამბობდა: „ჩვენი კანდიდატი დამაჯერებლად ლიდერობს და ეჭვი არ მეპარება გავიმარჯვებთ. ეს გამარჯვება სჭირდება თითოეულ ჩვენგანს და ამ გამარჯვებას არავის დავუთმობთ.“ თავად პუტინმა  განაცხადა, რომ ეს არჩევნები იყო ტესტი რუსეთისთვის და რუსი ხალხი არ აჰყვა პოლიტიკურ პროვოკაციებს, რომელთა ავტორებსაც პუტინის თქმით, რუსეთის სახელმწიფოს დაშლა აქვთ განზარხული. „ასეთი სცენარი რუსეთში არ გამოვა, არ გამოვა!“ - შესძახა პუტინმა. მან მადლობა გადაუხადა რუსეთის მოქალაქეებს რომლებმაც არჩევნებზე მხარი „დიდ რუსეთს“ დაუჭირეს. „ჩვენ გავიმარჯვეთ,“- თქვა პრეზიდენტობის კანდიდატმა პუტინმა და დასძინა, რომ ეს იყო გამარჯვება „ღია და სამართლიან ბრძოლაში.“

რუსეთში არჩევნების შედეგებს ითვლიან. წინასწარი მონაცემებით პუტინი დამაჯერებლად ლიდერობს.

კომენტარები