რუსეთის არჩევნები

წინასწარი მონაცემებით ვლადიმერ პუტინმა არჩევნებში გაიმარჯვა

რუსეთის ფედერაციის ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, ხმათა 14%-ის დათვლის შემდეგ, პრემიერ-მინისტრმა პუტინმა საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში 61,82 პროცენტით გაიმარჯვა. ამის შესახებ ცესკოს თავმჯდომარემ, ვლადიმერ ჩუროვმა სპეციალურ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მეორე ადგილი კომუნისტური პარტიის КПРФ ლიდერმა გენადი ზუგანოვმა დაიკავა - 17,82 პროცენტით. მას მოსდევენ ვლადიმერ ჟირნოვსკი ЛДПР - 8 პროცენტი და ბიზნესმენი მიხაილ პროხოროვი 7,75 პროცენტი. ხმათა ყველაზე მცირე რაოდენობა მეხუთე კანდიდატმა - სერგეი მირონოვმა СР -  3,67% მოაგროვა .

კომენტარები