რუსეთის არჩევნები

ჯგუფურად ხმის მიცემის ფაქტები რუსეთის საარჩევნო უბნებზე

„ნოვაია გაზეტას „კოტრესპონდენტები არჩევნებზე დარღვევების შესახებ იუწყებიან, კერძოდ იმის შესახებ, რომ მოსკოვის 213-ე საბავშვო ავტობუსებით გადაჰყავთ  მშრომელები, ისინი არჩევნებში ჯგუფურად მონაწილეობენ და  უპასუხოდ ტოვებენ დამკვირვებლების შეკითხვას, მაინც სად მუშაობენ.

„ნოვაია გაზეტას“ ცნობით,  დამკვირვებლებმა ე.წ. კარუსელის ფაქტები შენიშნეს მოსკოვის 1951-ე, 1961-ე, 1966-ე უბნებზე. აღნიშნავენ, რომ ჯგუფურად ხმის მიცემის პროცესში ერთდოულად 100-150 კაცი მონაწილეობს, ისინი არიან მშენებლები, მოვაჭრეები, მოკლედ მშრომელები და  არ არინ რეგისტრირებული მოსკოვში. გაზეთის ცნობით, დამკვირვებლების მოთხოვნის მიუხედავად საარჩევნო კომისიის წვერები და  პოლიციელები ასეთ ფაქტებზე თვალს ხუჭავენ.

რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების წინ საკუთარ  ინფორმატორზე  დაყრდნობით  Sky News-მა რუსეთში არჩევნების გაყალბების სქემა გამოაქვეყნა, რომლის თანახმად რუსი მოხელეები  5 სხვადასხვა უბანზე რეგისტრაციაში  უნდა გატარებულიყვნენ  „არადამსწრე ამომრჩევლის“ ფორმით , ასეთი ფორმები კი გამოიყენება იმ ამომრჩევლისთვის, რომლებიც სამუშაო მიზეზების გამო ვერ ახერხებენ მათთვის განკუთვნილ საარჩევნო უბნებზე მისვლას.

არჩევნების დღეს, დარღვევებს  „კომუნისტური პარტიის“ მობილური ჯგუფების წარმომადგენლებიც აღნიშნავენ. მაგალითად იმას, რომ მოსკოვის 2935 -ე უბანზე მოქალაქეებით  სავსე  4 ავტობუსი მიიყვანეს და  ასეთივე  ავტობუსების მოძრაობას ადგილი ჰქონდა   213, 284-ე  და სხვა უბნების მიმართულებითაც.

კომენტარები