რუსეთის არჩევნები

მოსკოვის ცენტრში შინაგანი ჯარის ტექნიკა გამოჩნდა

მოსკოვის ცენტრში, რუსი სამართალდამცავები არჩევნების დასრულების შემდეგ დაგეგმილი მიტინგებისთვის ემზადებიან. მობილიზებულია პოლიციის შენაერთები, ომონი და რუსეთის ფედერაციის შინაგანი ჯარები. რამდენიმე აქცია 21:00-ზეა დაგეგმილი, როცა რუსეთის ფედერაციაში საარჩევნო უბნები უნდა დაიხუროს. ხვალ 19:00 საათზე პუშკინის მოედანზე ასევე იგეგმება ოპოზიციის მიტინგი.

კომენტარები