რუსეთის არჩევნები

არჩევნები ჩეჩნეთში. კადიროვმა საარჩევნო უბანზე იცეკვა?

ინტერნეტში გავრცელდა ვიდეოკადრები ჩეჩნეთის ერთ-ერთი საარჩევნო უბნიდან და ამ კადრებში ჩანს როგორ ცეკვავს ლეზგინკას კაცი, რომელიც ძალიან ჰგავს ჩეჩნეთის ლიდერს რამზან კადიროვს. რუსეთის პრესაში წერენ, რომ განთავსებული ვებ-კამერის საშუალებით, საზოგადოებამ იხილა როგორ ცეკვავს ის რამდენიმე ადამიანთან ერთად.

ჩეჩნეთის მეთაურმა საკუთარი არჩევანი ნომერ 167-ე უბანზე გამოხატა და როგორც თავად აღნიშნა, მხარი დაუჭირა „ძლიერ ქვეყანას, ძლიერი ხელისუფლებით.“ გაზეთი „კომსომოლსაკია პრავდა“ წერს, რომ მისი კორესპონდენტი დაუკავშირდა კადიროვის პრეს-სამსხაურს და ჰკითხა საარჩევნო უბანზე მართლაც იცეკვა თუ არა ჩეჩნეთის ლიდერმა. „ეს კადიროვი რომც იყოს, ჩანაწერი დღევანდელი არაა. კადიროვს დღეს არ უცეკვია. ის საარჩევნო უბანზე დედასთან ერთად მივიდა, არჩევანი გამოხატა და წავიდა.“- მოჰყავს გამოცემას ჩეჩნეთის მეთაურის პრეს-სამსახურის თანამშრომლის სიტყვები.

კომენტარები