რუსეთის არჩევნები

მოსკოვში ოპოზიციას აქციის ჩატარების უფლება მისცეს

,,სამართლიანი არჩევნებისთვის“ აქციის ორგანიზატორებს,  მოსკოვის მერიამ 4 თებერვლისთვის დაგეგმილი საპროტესტო აქციის ჩატარების ნება მისცა. ქალაქის მერის მოადგილემ  ალექსანდრ გორბენკომ აღნიშნა , რომ ოპოზიციის წარმომადგენლებს მაქსიმუმ 50 000 ადამიანისგან შემდგარი დემონსტრაციის მოწყობა შეეძლებათ.

რუსეთში, ოპოზიციური ძალები ხელისუფლებას 2011 წლის დეკემბერში ჩატარებული არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებენ. ქვეყანას კი მარტში კიდევ ერთი კენჭისყრა ელის - საპრეზიდენტო არჩევნების სახით.

 

კომენტარები