აშშ-რუსეთის ურთიერთობები

ივანოვი: თალიბები რუსეთს აშშ-ს წინააღმდეგ მოქმედებას სთავაზობდნენ

 რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სერგეი ივანოვი ირწმუნება, რომ 2001 წელს თალიბებმა რუსეთს აშშ-ს წინააღმდეგ ერთობლივი მოქმედება შესთავაზეს. ამის შესახებ ივანოვმა ბიბისისთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა. მისი თქმით , თალიბანის წინააღმდეგ აშშ-ს კამპანიის დაწყებიდან რამდენიმე დღეში ავღანეთისა და ტაჯიკეთის საზღვარზე თალიბების წარმომადგენლები გამოჩდნენ და მულა ომარის სახლით რუსეთს აშშ-ს წინააღმდეგ ერთობლივი მოქმედება შესთავაზეს. ივანოვმა, რომელიც მაშინ რუსეთის თავდაცვის მინისტრი იყო, აღნიშნა, რომ რუსეთმა თალიბებს უარი მკაცრი ფორმით უთხრა.

სერგეი ივანოვთან ინტერვიუ არის ნაწილი დოკუმენტური ფილმისა ” პუტინი, რუსეთი და დასავლეთი”. ფილმში ივანოვი განმარტავს იმასაც, თუ რატომ იყო წინააღმდეგი აშშ-ს მიერ ცენტრალური აზიის ყოფილი  საბჭოთა რესპუბლიკების ტერიტორიების გამოყენების. ”ჩვენ ვნერვიულობდით იმოს გამო, რომ რეგიონში ამერიკის შეერთებული შტატების შესვლას თან მოჰყვებოდა დემოკრატიის მენტორული სწავლება, ეს კი იქ ჩვენთვის არასასურველ პოლიტიკურ პროცესებს გამოიწვევდა ”. - აღნიშნავს ივანოვი.

 

კომენტარები