რუსეთის არჩევნები

პუტინი: ლაპარაკი არჩევნების შედეგების გადახედვაზე უშედეგოა

რუსეთის პრემიერ-მინისტრმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ ლაპარაკი სახელმწიფო დუმის არჩევნების შედეგების გადახედვის თაობაზე უშედეგოა.

„ დუმის არჩევნები დასრულდა. საპარლამენტო ფრაქციებმა დაიწყეს მუშაობა, არჩეულია სპიკერიც. დუმა ფუნქციონირებს და არ შეიძლება იყოს ლაპარაკი არჩევნების შედეგების გადახედვაზე“- აღნიშნა პუტინმა. მან ხაზი გაუსვა, რომ არსებობს ერთადერთი გზა - სასამართლოსთვის მიმართვა. რუსეთის პრემიერის აზრით , ძალებს, რომლებიც ცდილობენ „ეჭვის ქვეშ დააყენონ არჩევნების შედეგები, არ გააჩნიათ ერთიანი პროგრამა და მკაფიო მიზნები. „ 

კომენტარები