რუსეთის არჩევნები

ევროპარლამენტმა რუსეთს დუმის ხელახალი არჩევნებისკენ მოუწოდა

ევროპარლამენტმა  რუსეთს მოუწოდა    ჩაატაროს”  ახალი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები.”      რუსეთის  დუმის 4 დეკემბრის არჩევნებმა აჩვენა, რომ რუსეთი ვერ პასუხობს  არჩევნების ჩატარების ეუთოს მიერ  განსაზღვრულ სტანდარტებს    აღინიშნა ევროპარლამენტის მიერ დღეს მიღებულ რეზოლუციაში.  ევროპარლამენტმა გამოთქვა  სერიოზული შეშფოთება   დარღვევების გამო, რაც  დუმის არჩევნებზე საერთაშორისო დამკვირვებლებმა შეამჩნიეს.    რეზოლუციაში  ნათქვამია , რომ აუცილებელია  რუსეთის დუმის არჩევნებზე დარღვევების შესახებ ცნობების   სასწრაფო და სრულმასშტაბიანი   გამოძიება.  ხაზგასმულია , რომ რამდენიმე ოპოზიციურ პარტიას არ მიეცა რუსეთის დუმის  არჩევნებში მონაწილეობის საშუალება, ” ეს კი ეწინააღმდეგება პოლიტიკური კონკურენციისა და პლურალიზმის პრინციპებს.”   ევროპარლამენტი რეზოლუციის ტექსტით  მიესალმა რუსეთის ათობით ქალაქში  ჩატარებულ საპროტესტო აქციებს არჩევნების ფალსიფიკაციის წინააღმდეგ და აღნიშნა, რომ მოქალაქეებს აქვთ უფლება გამოხატონ პროტესტი. 

ევროპარლამენტმა  მოუწოდა  ევროკავშირის ხელმძღვანელობას რუსეთ-ევროკავშირის სამიტზე   წამოწიოს  4 დეკემბრის არჩევნების საკითხი.  ევროპელმა დეპუტატებმა ასევე, გამოხატეს შეშფოთება  რუსეთში ადამიანის უფლებების  დაცვის  უზრუნველყოფის მიმართულებით არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით .  დოკუმენტის ტექსტში    ხაზი გაესვა   რუსეთთან ენერგეტიკულ საკითხებში თანამშრომლობის  მნიშვნელობას, მაგრამ  აღინიშნა, რომ  ეს თემა  რუსეთმა არ უნდა აქციოს პოლიტიკურ ინსტრუმენტად. 

კომენტარები