რუსეთის არჩევნები

რუსეთში არჩევნების გამო გუბერნატორი გადადგა

რუსეთში, ვოლოგდის ოქლის გუბერნატორმა  ვიაჩესლავ პოზგალიევმა თანამდებობიდამ გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. ოლქს  ის 1996 წლიდან ხელმძღვანელობდა. გუბერნატორის  გადაწყვეტილების მიზეზი   დუმის არჩევნები გახდა.  კერძოდ ის, რომ ვოლოგდის ოლქში  მმართველმა ”ედინაია რასიამ”   სასურველი მხარდაჭერა ვერ მოიპოვა.  ” შეუძლებლად მიმაჩნია ვიყო ხელმძღვანელი ასეთი  მხარდაჭერის პირობებში”-  დაწერა პოზგალიევმა საკუთარ Twitter-ზე.  ვოლოგდის ოლქში ”ედინაია რასიამ” იმაზე დაბალი მხარდაჭერა მიიღო, ვიდრე საშუალოდ რუსეთში. 

კომენტარები