აშშ-რუსეთის ურთიერთობები

ჰილარი კლინტონი გამოეხმაურა რუსეთის პრეტენზიებს

აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის განცხადებით,  აშშ-მ გამოთქვა  საფუძვლიანი შეშფოთება რუსეთში არჩევნების დროს გამოვლენილი დარღვევების გამო. ’”ჩვენ უკვე გამოვხატეთ შეშფოთება იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ჩატარდა ეს არჩევნები და   მიგვაჩნია, რომ ეს შეშფოთება იყო საფუძვლიანი. ჩვენ მხარს ვუჭერთ რუსეთის მოსახლეობის უფლებას და სწრაფვას  უკეთესი მომავლისკენ. ადამიანის  უფლებები  ჩვენთვის პრინციპული თემაა და ამიტომ გამოვთქვით შეშფოთება არჩევნების წარმართვის გამო.” 

აშშ-ს სახელმწიფო მდივანი გამოეხმაურა ევროპაში აშშ-ს თავდაცვითი სისტემის გეგმისადმი რუსეთის წინააღმდეგობასაც და თქვა, რომ ”უთანხმოება  ვერ გაამართლებს რუსეთის სამხედრო კონტრზომებს”.  ამასთან კლინტონმა განაცხადა, რომ    ნატო არ დაუშვებს  ” ალიანსის არა წვერმა სახელმწიფომ დაადოს ვეტო  მის  გადაწყვეტილებას დაიცვას საკუთარი  თავი - ანტისარაკეტო სისტემის შექმნით.”

 

კომენტარები