რუსეთის არჩევნები

პუტინი მმართველი პარტიისგან დისტანცირებას ცდილობს

 რუსეთის პრემიერ-მინისტრმა  საკუთარი  პრეს-სპიკერის  დმიტრი პესკოვის  მეშვეობით  სცადა  მმართველ პარტიისგან დისტანცირება.  ბიბისი-სთვის მიცემულ ინტერვიუში   პესკოვმა აღნიშნა, რომ პუტინი  არასდროს ყოფილა  პირდაპირ   დაკავშირებული პარტიასთან . უფრო მეტიც, პესკოვმა ხაზი გაუსვა, რომ პრემიერ-მინისტრი ”დამოუკიდებელი პოლიტიკოსია”. განცხადება პესკოვმა გააკეთა  შეკითხვის პასუხად - როგორ აისახება პუტინის რეიტინგზე მმართველი  პარტიისადმი მხარდაჭერის კლება. პრეს-სპიკერმა განმარტა , რომ ” ერთია პუტინის  პოპულარობა და  მეორე - მმართველი პარტიის. ”

პუტინის მმართველმა პარტიამ ” ედინაია რასია”,  კვირას გამართულ საპარლამენტო  არჩევნებში გაიმარჯვა, თუმცა  წინა არჩევნების შედეგებთან  შედარებით აჩვენა, რომ   მმართველი  პარტიისადმი   რუსეთის მოსახლეობის მხარდაჭერა   შემცირებულია.   ნოემბრის ბოლოს  მმართველი პარტიის ყრილობის დელეგატებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი პუტინს რუსეთის პრეზიდენტად .  პუტინი ”ედინაია რასიას” საპრეზიდენტო კანდიდატია.   27 ნოემბერს    პარტიის ყრილობას პუტინმა შემდეგი სიტყვებით მიმართა :  ”  სწორედ ედინაია რასიას მხარდაჭერით   გადავდგით ჩვენ  ჩვენი ქვეყნისთვის კრიტიკულ მომენტებში  უმნიშვნელოვანესი  ნაბიჯები: შევძელით  დაგვეცვა რუსეთის ტერიტორიული მთლიანობა, მივაღწიეთ    ეკონომიკის  ზრდას, დავიცავით  ქვეყნის  სუვერენიტეტი.”

 

 !

კომენტარები