რუსეთის არჩევნები

კლინტონი რუსეთის არჩევნებზე

აშშ-ს  სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა შეშფოთება გამოთქვა  გავრცელებული ცნობების  გამო, რომ რუსეთში არჩევნების მიმდინარეობისას  ხდებოდა თვალთვალი  დამოუკიდებელ  დამკვირვებლებზე, მათ საიტზე კი განხორციელდა კიბერ შეტევა.  ინფორმაცია ამის შესახებ  ფრანც -პრესმა გაავრცელა.

გავრცელებული ცნობებით,   გასულ კვირაში რუსეთის რამდენიმე დეპუტატმა მიმართა პროკურატურას შეესწავლა დამოუკიდებელი ასოციაცია ”გოლოსის” საქმიანობა,   რის შემდეგაც  მოსკოვის სასამართლომ ”გოლოსი”  მის  მიერ ინტერნეტში გავრცელებული პროექტის გამო  ( დარღვევების რუქა  )  დამნაშავედ სცნო  არჩევნების მიმდინარეობისას ინფორმაციის გავრცელების წესის  დარღვევაში.  შაბათს ღამით  მოსკოვის აეროპორტში დააკავეს ასოციაციის დირექტორი ლილია შიბანოვა  და ჩამოართვეს პირადი კომპიუტერი.  ამასთან ტელე-კომპანია НТВ-მ  მოამზადა და აჩვენა  ფილმი, რომელშიც ” გოლოსი” დაადანაშაულა” აშშ-ს ინტერესებით” მოქმედებაში  , კერძოდ  დუმის არჩევნებთან დაკავშირებით რეალობის ფალსიფიკაციის მცდელობაში.   ასოციაცია ”გოლოსი” რუსეთის დუმის არჩევნებს აკვირდებოდა.  მისმა   წარმომადგენლებმა  დარღვევებთან  დაკავშირებით  5000 -ზე მეტი საჩივარი შეიმუშავეს.  სწორედ ”გოლოსის” საიტის წინააღმდეგ განხორციელდა კიბერ შეტევა.

 

 

კომენტარები