ცხინვალის რეჟიმი

წინასწარი მონაცემებით ე.წ. არჩევნებში ალა ჯიოევა ლიდერობს

ცხინვალის  დე ფაქტო საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში ალა ჯიოევა ლიდერობს. სააგენტო ”ინტერფაქსი” დე ფაქტო  საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეზე  დაყრდნობით  იუწყება, რომ აქამდე დათვლილი ბიულეტენების მიხედვით,   ანატოლი ბიბილოვის მხარდამჭერებს ალა ჯიოევას მხარდამჭერები სჭარბობენ. ინფომაცია 22 უბნის შედეგების დაჯამების საფუძველზე გავრცელდა,  ამ შემთხვევაში ჯიოევა  2500-ზე მეტი ხმით უსწრებს ბიბილოვს, თუმცა სულ 85 უბნის შედეგებია დასაჯამებელი.    ბიბილოვის შტაბში საკუთარ მონაცემებზე დაყრდნობით   ბიბილოვის უპირატესობის შესახებ აცხადებენ.  

საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში 27 ნოემბერს ე.წ. საპრეზიდენტო  არჩევნების მეორე ტური  გაიმართა.   პირველ ტურში  კანდიდატებმა : ბიბილოვმა და ჯიოევამ  გამარჯვებისთვის საჭირო ხმები ვერ მოაგროვეს.  კენჭისყრის   წინ კრემლის  ღია მხარდაჭერის მიუხედავად,   კოკოითის ფავორიტ კანდიდატს   ჯიოევასთან ჭიდილი  გაურთულდა. ე.წ. არჩევნების მიმდინარეობისას ბიბილოვის შტაბში განაცხადეს, რომ  არ მოაწყობენ გამოსვლებს იმ შემთხვევაშიც,  თუკი  საარჩევნო კომისია მათთვის არასასურველ  საბოლოო შედეგს გამოაცხადებს.  ხმის მიცემის პროცედურის დასრულების შემდეგ ,   პრესკონფერენციაზე  ალა ჯიოევამ   თქვა, რომ  ფლობს სარწმუნო ცნობებს  ბიბილოვის   სასარგებლოდ   ხმის მიცემისთვის საჭირო გაყალბებული  დოკუმენტაციის  გაცემის შესახებ.  ”მინდა მივმართო რუსეთის პრეზიდენტს და პრემიერ -მინისტრს,  არ მისცენ საშუალება დაინტერესებულ ძალებს სამხრეთ ოსეთი დესტაბილიზაციამდე მიიყვანონ”-  ცხინვალიდან მიმართა რუსეთის ლიდერებს ჯიოევამ. ე.წ. არჩევნების შედეგები ცხინვალში 27 ნოემბერს 23 საათსა და 30 წუთზე უნდა გამოეცხადებინათ, თუმცა შედეგების  გამოცხადება  გადაიდო. ამასობაში კი  ჯიოევას შტაბის უფროსმა გაავრცელა ცნობა ე.წ. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ედუარდ კოკოითისთან დაბარების შესახებ.

მანამდე,  27  დე ფაქტო ხელისუფლებამ  განაცხადა, რომ ფლობდა ინფორმაციას შესაძლო პროვოკაციების შესახებ და მოახდინა კიდეც მილიციის მობილიზება. ე.წ. საარჩევნო კომისიის წევრებმა კი   აღნიშნეს, რომ  ჰქონდათ მუქარის ზარები.  ე.წ. არჩევნების  დღეს სეპარატისტულმა რეჟიმმა ჩაკეტა ცხინვალის რეგიონის დანარჩენ საქართველოსთან დამაკავშირებელი პირობითი საზღვარი, რომლის აქეთაც  რეგიონიდან გამოდევნილ მოსახლეობას საკუთარ მიწა-წყალზე დაბრუნების საშუალება არ აქვს. საქართველოს სეპარატისულ რეგიონში რიგით მესამე ე.წ. პრეზიდენტის დაქვემდებარებაში გადადის. პირველ იყო ლუდვიგ ჩიბიროვი, რომელმაც  ედურად შევარდნაძესთან ერთად გააფორმა შეთანხმება უსაფრთხოების უზრუნველყოფის ზომებისა და მხარეთა  ურთიერთნდობის  შესახებ.  2001 წელს მან წააგო ე.წ. არჩევნები  და  ამ წლიდან  სეპარატისტული  რეგიონის  მეთაური ედუარდ კოკოითი გახდა.  თბილისში  არა ერთხელ განაცხადეს, რომ მისთვის   მნიშვნელობა არ აქვს  ვინ შეცვლის კოკოითს, რადგან  საქართველოს ოკუპირებულ ნაწილში არჩევნებს  უწოდებენ ფარსს, რომელის შედგებსაც  არ სცნობს საქართველო და საერთაშორისო საზოგადოება.   კოკოითიმ კი ცოტა ხნის წინ გამორიცხა ე.წ.  საპეზიდენტო არჩევნებში  ქალის გამარჯვება . მან   თქვა, რომ ცხინვალში ქალებს პატივს  სცემენ, მაგრამ კავკასია მაინც კავკასიაა და ქალის არჩევნებში გამარჯვება არ გამოვა. 

კომენტარები