ცხინვალის რეჟიმი

ედურად კოკოითი აღარ არის ე.წ. პრეზიდენტი

 ედუარდ კოკოითიმ დაადასტურა ე.წ. პრეზიდენტის პოსტის დატოვება. „მივდივარ, რათა უფრო  მეტი გავაკეთო ჩემი ხალხისთვის.  არანაირი პოლიტიკური  ამბიციების დაყენება არ შეიძლება ხალხის ინტერესებზე მაღლა. “-  თქვა კოკოითიმ ცხინვალში საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე და დასძინა, რომ  მისმა ხელისუფლებამ  რეგიონს თავიდან ააცილა „ნარინჯისფერი რევოლუცია“. მანამდე,  კოკოითიმ  თანამდებობებიდან დაითხოვა დე ფაქტო გენერალური პროკურორი და დე ფაქტო  სასამართლოს თავმჯდომარე. ამას გუშინ ცხინვალში დაპირისპირებულ მხარეებს შორის რუსეთის  შუამავლობით მიღწეული შეთანხმება ითვალისწინებდა.

კომენტარები