ცხინვალის რეჟიმი

კოკოითი ცხინვალში რუსეთიდან ჩასულმა ვადიმ ბროვცევმა შეცვალა

 

სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის მთავრობის მეთაური ვადიმ ბროვცევი  შეუდგა ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას. კოკოითის გადადგომის შემდეგ, ხელახალ  არჩევნებამდე სეპარატისტულ ხელისუფლებას სწორედ მან  უნდა უხელმძღვანელებს.“ ხალხთან ერთად უნდა ვიაროთ წინ, რუსეთთან ერთად უნდა ავაღორძინოთ რესპუბლიკა,“- თქვა მან  მას შემდეგ რაც კოკოითიმ დაადასტურა წასვლა .

ვადიმ ბროვცევი  ეროვნებით რუსია. ის რუსეთის ქალაქ ჩელიაბინსკში დაიბადა. იქვე  დაიწყო სამშენებლო  ბიზნესი   და  როგორც რუსულს პრესაში აღნიშნავენ     არა ერთხელ მოექცა  სამართალდამცველების ყურადღების ცენტრში.  მაგალითად, გავრცელებული ცნობებით,    2000 წელს  მისი  სამშენებლო კომპანია   ქალაქის ბიუჯეტისთვის სერიოზული  ფინანსური ზარალის მიყენებაში დაადანაშაულეს.  2005 წელს ბროვცევი სკანდალში გაეხვა.  ქალაქის  საბჭოს არჩევნებისას, მას, როგორც  დეპუტატობის კანდიდატს   უმაღლესი განათლების ყალბი დიპლომის ფლობა გამოუვლინეს.  მოგვიანებით,  ბროვცევმა მშობლიური ქალაქი დატოვა და   თავისი    სამშენებლო საქმიანობა  ქალაქ სოჭში გააგრძელა, 2009 წელს კი  ცხინვალში  კოკოითის მთავრობის მეთაური გახდა.

 დე ფაქტო მთავრობის ეკონომიკურ გუნდში ბროვცევმა რუსეთიდან ჩამოყვანილი მოხელეები შეიყვანა. პრესა ხშირად წერდა   მასსა და კოკოითის შორის   დაპირისპირებაზე, რაც  გავრცელებული ცნობებით, რუსეთიდამ ცხინვალის მთავრობაში მივლინებულის მხრიდან   რუსული  ფინანსური დახმარების გაკონტროლების მცდელობას უკავშირდებოდა.  თუმცა, ამ ცოტა ხნის წინ მოსკოვში  ცხინვალიდან „ ოსეთის სახალხო ფრონტის“ დელეგაცია  ჩავიდა. „ოსეთის სახალხო ფრონტის“   ერთ-ერთმა დამფუძნებელმა კაზიმირ პლიევმა  იქ დაიჩივლა, რომ  ვადიმ ბროვცევს  ცხინვალში მუშაობის მანძილზე „  არ აუმუშავებია  არც ერთი ახალი საწარმო და არ შეუქმნია არც ერთი ახალი სამუშაო ადგილი.“  ბროვცევს ერთი უხერხული ამბავიც უკავშირდება. მის მიერ  ბაღაფშის დაკრძალვაზე , სამძიმრის წინგში  ორთოგრაფიული შეცდომებით  გაკეთებული ჩანაწერის    კოპიო     გამოქვეყნებული იყო სამხრეთ ოსეთის ე.წ. საელჩოს ვებ გვერდზე  . ჩანაწერში იკითხებოდა : "собАлезнования" от "прИмьер министра".    ე.წ. პრემიერ-მინისტრის მიერ  გაკეთებულ ჩანაწერში დაშვებული  ეს  და სხვა  შეცდომები   ბლოგერების განხილვის თემა გახდა.

ცხინვალში რუსეთიდან მივლენილი ვადიმ  ბროვცევი დღეიდან   უკვე ეგრეთ წოდებული პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელია.

ცხინვალის სეპარატისტულ მთავრობაში  რუსეთიდან  გაგზავნილი  სხვა  პირები იყვნენ: ანატოლი ბარანკევიჩი ( დე ფაქტო თავდაცვის მინისტრი), ასევე  ანდრეი ლაპტოვი და ვასილ ლუნევი. დე ფაქტო შინაგან საქმეთა მინისტრი იყო  მიხაილ მინძაევი.    ბორის ატოევი სეპარატისტთა უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელია. 

ვადიმ ბროვცევამდე დე ფაქტო მთავრობის მეთაური  ჯერ   იური  მოროზოვი იყო  , შემდეგ  რუსეთის მოქალაქე ასლანბეკ ბულაცევი, რომელიც 1986 წლიდან მოყოლებული 2006 წლამდე რუსეთში,   უშიშროების ორგანოებში  მუშაობდა.

კომენტარები