ცხინვალის რეჟიმი

კვირას ცხინვალის მხრიდან პირობითი საზღვარი ჩაიკეტება

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მხრიდან 27 ნოემბერს ჩაიკეტება პირობითი საზღვარი დანარჩენ საქართველოსთან. ეს გადაწყვეტილება ცხინვალის სეპარატისტულმა ხელისუფლებამ ე. წ არჩევნების დღეს უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით მიიღო. ცხინვალში განმარტეს, რომ ე.წ. არჩევნებში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ” სამხრეთ ოსეთის მოქალაქეებს, აგრეთვე იმ მოსახლეებს, რომლებიც ადრე საქართველოს იურისდიქციის ქვეშ ცხოვრობდნენ, ახლა კი ფლობენ რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინსიტროს და კგბ-ს მიერ გაცემულ ფორმა ნომერ 2 ა-ს ”.

სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ”მოქალაქეებს” ხმის მიცემა შეეძლებათ მოსკოვშიც, ”რესპუბლიკის” საელჩოს ტერიტორიაზე .

 

კომენტარები