აშშ-რუსეთის ურთიერთობები

რუსეთი აშშ-ს ანტისარაკეტო თავდაცვითი სისტემის წინააღმდეგ

აშშ-მ აღიარა, რომ არ გამორიცხავს შავ ზღვაში და ბალტიის ზღვაში, ასევე ბარენცისა და ჩრდილოეთის ზღვაში,  ანტისარაკეტო თავდაცვითი სისტემის ელემენტებით აღჭურვილი სამხედრო გემების მოძრაობას- ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა. ” ჩვენ გვეუბნებიან: არ ინერვიულოთ, ეს არ არის თქვენს წინააღმდეგ. ეს ჩვენ არ გვაწყობს. ” - აღნიშნა ლავროვმა და დასძინა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა აშშ-ს პრეზიდენტთან ბარაკ ობამასთან შეხვედრაზე განმარტა : აუცილებელია გარანტირება იმის, რომ აშშ-ს ანტისარაკეტო თავდაცვითი სისტემა არ იქნება მიმართული რუსეთის წინააღმდეგო.

ორიოდე დღის წინ გამართულ დახურულ დისკუსიაზე ანტისარაკეტო თავდაცვით სისტემასთან დაკავშირებით აშშ-ს ინიციატივაზე რუსეთის პრემიერმა ვლადიმირ პუტინმაც ისაუბრა. შეხვედრის მონაწილეების მიერ გავრცელებული ცნობით, მან არ გამორიცხა აშშ-სთან ”სერიოზული კონფლქიტი” იმ შემთხვევაში, თუკი ის უარს არ იტყვის აღნიშნულ გეგმაზე. გავრცელებული ცნობით, პუტინმა შეხვედრაზე განაცხადა, რომ რუსეთს ამ კონფლიქტის არ ეშინია. ” რამდენადაც უცნაური არ უნდა იყოს გადატვირთვის ღილაკი კარგად ამუშავდა” - მოჰყავს დისკუსიაში მონაწილე პოლიტოლოგს ალექსანდრ რარს ვლადიმირ პუტინის სიტყვები. მისივე თქმით, რუსეთის პრემიერმა იმედი გამოთქვა, რომ მოვლენები პოზიტიური კუთხით განვითარდება.

 

.

 

კომენტარები