აშშ-რუსეთის ურთიერთობები

რუსეთმა მომავალში შეიძლება უარი თქვას აშშ-ს მოქალაქეების წინააღმდეგ შავ სიაზე

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში  არ გამორიცხავენ  დროთა განმავლობაში  უარი ითქვას  ეგეთ წოდებულ შავ სიაზე, რომელითაც   აშშ-ს ზოგიერთ მოქალაქეს  უწესდება შეზღუდვები   რუსეთში შესვლაზე.  ამის  შესახებ განცხადება დღეს რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელმა ანვარ აზიმოვმა გააკეთა. მან განმარტა, რომ აღნიშნული  ” შავი სიით”  რუსეთმა  გადადგა აშშ-ს  საპასუხო ნაბიჯი. ” თუმცა იმედი გვაქვს, დაპირისპირება მოიხსნება, რადგან ასეთი სიები ხელს უშლის ურთიერთობების განვითარებას”-_თქვა  მან.  შეგახსენებთ რუსეთმა  ზოგიერთი  ამერიკელის   წინააღმდეგ  სანქციები , აშშ-ს   მიერ  სერგეი  მაგნიტსკის საქმესთან დაკავშირებული რუსი ჩინოვნიკებისთვის  დაწესებული  შეზღუდვების  საპასუხოდ დააწესა. რუსეთის ”შავ სიაში” შეყვანილია ამერიკელები , რომლებიც  ეჭვმიტანილები არიან  აშშ-ს ტერიტორიაზე რუსეთის მოქალაქეების წინააღმდეგ  უკანონო ქმედებებში  და მათ  ეკრძალებათ რუსეთში ჩასვლა. აშშ-ს  გადაწყვეტილებით  კი  აშშ -ს  ვიზები არ გაიცემა  რუს ჩინოვნიკებზე, რომლებიც ეჭვმიტანილნი არიან   საგამოძიებო იზოლატორში ადვოკატ სერგეი მაგნიტსკის  სიკვდილთან კავშირში.  ამას გარდა, გაიყინება ამ პირების ანგარიშები ამერიკულ ბანკებში. 

კომენტარები