საგარეო პოლიტიკა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი წყნარი ოკეანეთის რეგიონს სტუმრობს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დაიწყო თავისი პირველი ვიზიტი ახალ ზელანდიაში, ფიჯის კუნძულების რესპუბლიკასა  და ავსტრალიის  თანამეგობრობაში. ეს არის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი ვიზიტი წყნარი ოკეანეთის რეგიონში, რომლის მიზანიცაა რეგიონის ქვეყნებთან ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების განვითარება. საგარეო უწყებაში განმარტავენ, რომ   ვიზიტი  რამდენიმე თვის წინ დაიგეგმა. ცალკეულმა ექსპერტებმა კი გამოთქვეს სინანული იმის გამო, რომ  საქართველომ დააგვიანა პრევენციული ზომების გატარება წყნარი ოკეანეთის რეგიონში და ვერ  გაანეიტრალა ტუვალუზე, ნაურუსა და ვანუატუზე  მოსკოვის ზეწოლა.

წყნარი ოკეანეთის რეგიონს საგარეო საქმეთა მინისტრის გარდა საქართველოს პრემიერ-მინისტრიც სტრუმრობს. გავრცელებული ცნობებით, ნიკა გილაური უკვე შეხვდა ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრს, რომელმაც გამოხატა მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.  ახალი ზელანდიის პრემიერმა გამოხატა დიდი ინტერესი საქართველოს მიმართ და  მასთან ორმხრივი თანამშრომლობის განვითარების  იმედი გამოთქვა.



კომენტარები