ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ აზავრეთში, საკუთარ სახლში, მამაკაცის ცხედარი იპოვეს. ინფორმაცია ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
შემთხვევა 14 ივლისს მოხდა.
უწყების ცნობით, მიმდინარეობს გამოძიება და შესაბამისი ექსპერტიზა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
ტაბულას ინფორმაციით, ექსპერტიზის დასრულების შემდეგ, საქმის კვალიფიკაცია შეიცვლება და გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით გაგრძელდება, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
ადგილობრივი მედიის, სამხრეთის კარიბჭის ინფორმაციით, მამაკაცს ყელის არეში აქვს ცივი იარაღით ჭრილობა მიყენებული




