ქართული ოცნების პოლიტიკა

კობახიძე კრემლის პროპაგანდის გამავრცელებელ ჯეფრი საქსს მასპინძლობს

ირაკლი კობახიძე კრემლის პროპაგანდის გამავრცელებელ ამერიკელ ეკონომისტს, ჯეფრი საქსს მასპინძლობს.

ოცნების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ საუბარი შეეხო "სხვადასხვა მიმართულებით ქვეყნის მიერ მიღწეულ პროგრესს".

"საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორ ჯეფრი საქსს შეხვდა, რომელიც საქართველოში იმყოფება.

საუბარი შეეხო ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებს, საქართველოს საინვესტიციო და ტურისტულ პოტენციალს, ასევე სხვადასხვა მიმართულებით ქვეყნის მიერ მიღწეულ პროგრესს.

აღინიშნა საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევა რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობის თვალსაზრისით.

შეხვედრას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი დაესწრნენ". - ნათქვამია პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ჯეფრი საქსს აქტიურად იყენებს სამთავრობო პროპაგანდა. მისი ინტერვიუ ტელეკომპანია იმედის ეთერშიც გავიდა. საქსს წარსულში ინტერვიუები ჰქონდა რუსულ სამთავრობო-პროპაგანდისტულ მედიებთანაც.

კომენტარები