ქართული ოცნების პოლიტიკა

ბოჭორიშვილი: ახალი არაფერი არ არის, წლებია ვაფიქსირებთ, რომ ღია ვართ EU-სთან დიალოგისთვის

ახალი არაფერი არ არის. ჩვენ არასდროს გვითქვამს უარი დიალოგზე, საქართველო არ არის ის მხარე, რომელმაც შეაჩერა ან შეწყვიტა დიალოგი. შესაბამისად, არც მზაობა აკლდა დიალოგს და არც სურვილი. არასდროს გვითქვამს, რომ ჩვენ არ თქვენთან საუბარი და შევწყვეტთ ევროკავშირთან დიალოგს. პოლიტიკური გზავნილი მუდმივად იყო, რომ თქვენ რაც არ უნდა გააკეთოთ, როგორ ცუდადაც არ უნდა მოიქცეთ, ჩვენ ვრჩებით ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში, ამაზე მეტი ღიაობის გზავნილი რა შეიძლება ყოფილიყო ქართული მხრიდან. ასეთი იყო გზავნილი მაშინაც, როცა კონკრეტული ქვეყნები უსამართლო სანქციებს აწესებდნენ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ. მაშინ არ გამოგვიხატავს რადიკალური პოზიციები და მით უმეტეს, ბრიუსელთან.

[...] უბრალოდ, ბოლო პერიოდში, რადგან სავიზო საკითხებზე შედგა დიალოგი, გარკვეული საუბრებიც გააქტიურდა ამასთან დაკავშირებით, კიდევ ერთხელ და კიდევ მრავალჯერ მოგვიწია სხვადასხვა ადამიანებს სხვადასხვა ფორმატში, რასაც წლებია ვაფიქსირებთ, რომ ჩვენ ღია ვართ დიალოგისთვის.

თქვა ივანიშვილის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა TV იმედის ეთერში.

ცნობისთვის, ივანიშვილის დეპუტატმა ნიკოლოზ სამხარაძემ ლუქსემბურგში ვიზიტის შეფასებისას განაცხადა, რომ მზად არიან კრიტიკულ საკითხებზე სასაუბროდ, მათ შორის, გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებითაც. მისი თქმით, ქართულმა დელეგაციამ ლუქსემბურგის მხარეს სთხოვა, ევროკომისიასთან დააყენოს საკითხი, რომ საქართველოსთან დიალოგი განახლდეს.

კომენტარები