კიდევ ერთხელ მივმართავ ყველას, დაწყებული პრეზიდენტით და ყველა პოლიტიკოსით: ნუ ეთამაშებით ცეცხლს. პოლონეთის მიერ უკრაინის მხარდაჭერა რუსეთის წინააღმდეგ ომში ჩვენი პოლიტიკური და ეროვნული კონსენსუსის საგანი იყო...
ჩვენ შეგვიძლია ვიმსჯელოთ ისტორიაზე, ორმხრივ ურთიერთობებზე და იმაზეც, თუ რა მოცულობით უნდა დავეხმაროთ მიგრანტებსა და ლტოლვილებს აქ, პოლონეთში, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება საფრთხე შევუქმნათ ჩვენს თანამშრომლობას უკრაინასთან მის დაცვაში რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ. ასე იყო მაშინაც, როდესაც ჩვენმა წინამორბედებმა ომის პირველ დღეებსა და თვეებში ფართომასშტაბიანად მიიღეს გადაწყვეტილება უკრაინისთვის პოლონური შეიარაღების გადაცემის შესახებ. ამას არავინ აკრიტიკებდა, მიუხედავად იმისა, რომ ეს ძალიან მასშტაბური ოპერაცია იყო და გარკვეულ რისკებთანაც იყო დაკავშირებული...
ეს მხოლოდ სოლიდარობისა და ღირსების საკითხი არ არის. ეს, უბრალოდ, ჩვენი უსაფრთხოების საკითხია. ყოველი რაკეტა, რომელიც უკრაინაში ანადგურებს აგრესორის ჭურვებს, რაკეტებს, დრონებსა და თვითმფრინავებს, პოლონეთისთვის მეტ უსაფრთხოებას ნიშნავს. ჩვენ არ უნდა განვიხილავდეთ ამ საკითხს ქვეყნის შიგნით მიმდინარე უაზრო პოლიტიკური ბრძოლის კონტექსტში.




