საინფორმაციო სააგენტო BMG-ი On.ge-ის ყიდულობს, ინფორმაციას ამის შესახებ მედიაჩეკერი ავრცელებს.
"საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსთვის წარდგენილი დოკუმენტების მიხედვით, BMG-ი შპს ფორმულა ფროდაქშენისა და ნინო ტეფნაძის კუთვნილებაში არსებულ ონ.ჯი-ს 14.25%-იან და 5%-იან წილებსა და შპს ომედია მედია-ს ყიდულობს, რომელსაც On.ge-ის 80.75%-იანი წილი ეკუთვნის.
სუბიექტების რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილებების რეგისტრაციიისთვის საჯარო რეესტრს განცხადებებით დღეს, 6 ივლისს მიმართეს.
შპს ბი ემ ჯი-ს დირექტორი და 66%-იანი წილის მფლობელი ანნა ლაპიაშვილია, კომპანიის 34%-იან წილს კი ეკატერინე ბაშარული ფლობს. ლაპიაშვილი ხდება ომედია მედიას დირექტორიც." - წერია გავრცელებულ ცნობაში.




