პროსტიტუციის ხელშეწყობა

პროსტიტუციის ხელშეწყობისთვის 14 პირი დააკავეს და 9 ობიექტი დალუქეს - შსს

თბილისსა და ქუთაისში პროსტიტუციის ხელშეწყობის და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით 14 პირი დააკავეს და 9 ობიექტი დალუქეს.

შსს-ს ცნობით, დაკავებულები არიან საქართველოს, ჩინეთის და ტაილანდის მოქალაქეები.

"ობიექტების მფლობელები და ადმინისტრატორები მათ განკარგვაში არსებულ ფართებში უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ასაქმებდნენ და მათ პროსტიტუციაში ხელს უწყობდნენ, ისინი თბილისსა და ქუთაისში არსებულ ფართებს გარკვეული თანხის სანაცვლოდ პროსტიტუციისთვის სისტემატურად გადასცემდნენ.

მოპოვებული მტკიცებულებებით ასევე დგინდება, რომ ბრალდებულები პროსტიტუციაში ჩაბმულ ქალებს კლიენტების მოძიებაშიც ეხმარებოდნენ, სანაცვლოდ კი მიღებული თანხის ნაწილს თავადაც იღებდნენ.

დასტურდება, რომ ობიექტის ძირითად შემოსავალს პროსტიტუციით გამომუშავებული ფულადი თანხა წარმოადგენდა" - განაცხადა ბრიფინგზე ტრეფიკინგის და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს უფროსმა, გრიგოლ გოგოჩაშვილმა.

ბრალდებულებს 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

კომენტარები