გამოხატვის თავისუფლების შემზღუდველი სამმართველო

მიხარია, რომ მასაც ასწავლეს ჭკუა და არა მხოლოდ მას - წილოსანი თუთბერიძის დაჯარიმებაზე

შინაგან საქმეთა სამინისტროს დეპარტამენტი, რომელიც შეისწავლის სიძულვილის ენას და შეურაცხმყოფელ განცხადებებს, რომელიც სოციალურ ქსელებში ტრიალებს.

აღმოჩნდა, რომ ჩემს პოსტზე გაკეთებული შეურაცხმყოფელი კომენტარი იყო პირველი პრეცედენტი და მიხარია, რომ დამკვიდრდა ძალიან კარგი პრაქტიკა და კონკრეტული რეაგირება მოჰყვა იმ შეურაცხყოფებს, რომელსაც ასე უხვად აფრქვევენ განსაკუთრებით ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები.

ეს კონკრეტული [შოთა თუთბერიძე] პიროვნება არის ნაციონალების ადვოკატი, ამიტომ ზედმეტია იმაზე საუბარი, რომ რაიმე სტანდარტი, მორალი, ნორმა ამოძრავებდეს, ამიტომ მისთვის ეს შეურაცხყოფები ალბათ ჩვეულებრივია, თუმცა მიხარია, რომ მასაც ასწავლეს ჭკუა და არა მხოლოდ მას. 

ამბობს ივანიშვილის დეპუტატი, ნინო წილოსანი დასანქცირებული იმედის ეთერში.
 

კომენტარები