ვფიქრობ, ძალიან დროული და მნიშვნელოვანი იყო აღნიშნული ინიციატივა, რადგან სიძულვილის ენა კატეგორიულად მიუღებელია. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ის პოლარიზაცია, რომელიც დარწმუნებული ვარ, გარედან არის თავსმოხვეული, დავასრულოთ. წლების განმავლობაში ასეულობით მილიონი იხარჯებოდა იმაში, რომ ამ შედეგებამდე მივსულიყავით. შეიძლება არსებობდეს განსხვავებული მოსაზრებები, პოლიტიკური შეხედულებები, მაგრამ ამ ყველაფრის გამოხატვა უნდა შეგვეძლოს ზომიერად, კანონის ფარგლებში და არა შეურაცხყოფით. ყველამ კარგად ვიცით, თუ რა ხდება, როგორი სტატუსები იწერება, როგორი კომენტარები კეთდება სოციალურ ქსელში. მგონია, რომ დროული იყო აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება.
გამოხატვის თავისუფლების შემზღუდველი სამმართველო
კალაძე: განსხვავებული მოსაზრებების ზომიერად გამოხატვა უნდა შეგვეძლოს და არა შეურაცხყოფით
tbl.ge/7j9k
დაკოპირდა

თქვა ივანიშვილის მერმა, კახა კალაძემ.
ამავე თემაზე
- შემცირებულია სიძულვილის, ზიზღის გამომხატველი პოსტები სოციალურ ქსელებში - მდინარაძე
- მდინარაძე: ჩვენ ვზრუნავთ მაქსიმალურ პოზიტივზე
- ქვეყნის გარედან სიძულვილს გვახვევდნენ, ამას დაპირისპირება სჭირდება - კობახიძე სამმართველოზე
- თურმე რა ადვილი ყოფილა ამ პრობლემის გადაწყვეტა - პაპუაშვილი "სიძულვილის ენაზე"
- დარახველიძე: სამმართველომ რეაგირება მოახდინა ლანძღვა-გინებაზე, რაც ბოლო პერიოდში შემცირდა




