ასეთი გადამეტებები მთელ მსოფლიოში ხდება, ეს არ არის მხოლოდ საქართველოს მაგალითი. მაგრამ მთავარი რა არის?! რომ რეაგირება არის, მყისიერი რეაგირება. ჩვენ ვნახეთ ამ დღეებში ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში გადამეტებული ძალადობა პოლიციის მხრიდან მოქალაქეებზე, მაგრამ იქ არც საქმე აღძრულა და არც დაუკავებიათ. ასე, რომ აქ მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ხელისუფლება როგორც კი ნახავს მსგავს გადაზედმეტებულ მოქმედებას ძალოვანების მხრიდან, იქ რეაგირება მყისიერია. […]
არანაირი წახალისება არ არის და არც ყოფილა. ის, ვინც დასაჯილდოებელია, დავაჯილდოვებთ მომავალშიც, პოლიციელი გმირია და ემსახურება მართლწესრიგს, მაგრამ არის გადაცდომები, სადაც მთავარი არის კანონი და სახელმწიფო რეაგირებს ასეთ თემატიკებზე.




