პოლიციელის ძალადობა

ბრძანებას არავინ გასცემდა, ეს სპონტანურად მოხდა - თამაზაშვილი გორში მომხდარზე

გორში მომხდარი ინციდენტი იყო ძალიან მძიმე შემთხვევა და ფაქტი, თუმცა დღეს ვთვლი, რომ საჭირო არ არის სიღრმეებში შესვლა. საზოგადოებამ ნახა, რომ სახელმწიფომ მკაფიოდ დააფიქსირა პოზიცია ამ ფაქტის მიმართ. სულ ეს არის, რაც შემიძლია დღეს ვთქვა.

[...] ბრძანებას არავინ გასცემდა, ეს სპონტანურად მოხდა. 

ასე უპასუხა ივანიშვილის შს მინისტრმა, სულხან თამაზაშვილმა გორში მომხდარი ძალადობის შესახებ დასმულ შეკითხვას, პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე.

ცნობისთვის, 27 მაისს, ქართლის ამბებმა გაავრცელა ვიდეო, სადაც ჩანს როგორ ძალადობენ ჯგუფურად პოლიციელები მოქალაქეზე, სავარაუდოდ, მისი დაკავების დროს.

მოქალაქე პაპუნა ლოცულაშვილის ცემისთვის ბრალდებულ ექვსივე პოლიციელს, 29 მაისს,  მოსამართლემ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. 

კომენტარები