პოლიციელების მხრიდან ძალადობა

მყისიერი იყო სახელმწიფოს რეაქცია, კანონი კანონობს - გორდულაძე გორში მომხდარზე

ნაციონალური მოძრაობა, რომელიც სისხლის კანონს ატრიალებდა მთელი საქართველოს ტერიტორიაზე, ბედავს და სისტემურ დანაშაულზე საუბრობს.

მყისიერი იყო სახელმწიფოს რეაქცია, კანონი კანონობს და კანონის სიმკაცრით ყველა, ვინც დანაშაულს ჩაიდენს, მიუხედავად იმისა, რა პოზიციაზე იქნება, რა თანამდებობაზე იქნება თუ რა პროფესიის იქნება, რა თქმა უნდა, მიეცემა პასუხისგებაში.

მათი განცხადებები, ეს კიდევ ერთი ცრუ კამპანიის და ნარატივის ნაწილია, რომლითაც ეს ადამიანები ცდილობენ, რომ მაგალითად, მეგის ქარდავა წარმოგვიჩინონ უფლებადამცველად. მათ ქმედებებზე აქვს სტრასბურგის სასამართლოს ნათქვამი, რომ ადგილი ჰქონდა სისტემურ და სისტემატიურ წამებას. 

ამბობს ივანიშვილის დეპუტატი არჩილ გორდულაძე დასანქცირებულ იმედთან.

ცნობისთვის, 27 მაისს, ქართლის ამბებმა გაავრცელა ვიდეო, სადაც ჩანს როგორ ძალადობენ ჯგუფურად პოლიციელები მოქალაქეზე, სავარაუდოდ, მისი დაკავების დროს.

კომენტარები