ჩვენ არანაირი გადაწყვეტილება პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით არც არასდროს მიგვიღია და ვერც ვერასდროს მივიღებთ. ჩვენ ერთადერთი გვაქვს ჩვენი მოსაზრება, რომ კონკრეტული პარტიები არიან არაკონსტიტუციური პარტიები და კონსტიტუცია გვეუბნება, რომ თუკი პარტია არის არაკონსტიტუციური, ის არ უნდა არსებობდეს. ამიტომ, მივმართეთ სასამართლოს, რომ განსაჯოს ჩვენი და მოსახლეობის უმეტესობის აზრი.
შეგახსენებთ, საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვა ჩვენი საარჩევნო დაპირება იყო.
ჩვენ 1 120 000-მა ადამიანმა მოგვცა მანდატი, რომ მიგვემართა სარჩელით. ამიტომ ამ სარჩელის უკან დგას არა ქართული ოცნების თუ პარლამენტის წევრები, არამედ 1 120 000 ადამიანის სარჩელია ეს კონკრეტულ პარტიებთან დაკავშირებით. თუ საკონსტიტუციომ დაადგინა, რომ პარტია არაკონსტიტუციურია - ასეთი პარტია უნდა არსებობდეს?
პარტიების აკრძალვა
პაპუაშვილი: პარტიების აკრძალვის სარჩელის უკან 1 120 000 ადამიანი დგას





