ომი ახლო აღმოსავლეთში

მედია: ირანმა ისრაელის უახლესი საჰაერო დარტყმების გამო აშშ-სთან მოლაპარაკებები შეაჩერა

ირანის რეჟიმის მხარდამჭერი ანტიამერიკულ დემონსტრაციაზე, 2026 წლის 11 მაისი.
EPA

ირანული სახელმწიფო მედიის, Tasnim-ის ცნობით, ირანმა ლიბანზე ისრაელის უახლესი საჰაერო დარტყმების გამო აშშ-სთან მოლაპარაკებები შეაჩერა.

Tasnim წერს, რომ ისრაელმა "ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვია," რის გამოც ირანმა პროტესტის ნიშნად მოლაპარაკებები შეაჩერა.

აქამდე ისრაელის პრემიერმინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ისრაელის სამხედროებს უბრძანა, ბეირუთის დაჰიეს რაიონზე, ქალაქის სამხრეთ გარეუბანზე, იერიშის მიტანა. ეს მოხდა სამხრეთ ლიბანში ისრაელის თავდასხმების გაფართოების ფონზე, მას შემდეგ, რაც ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი თავის შეტევას გააღრმავებდა.

 

კომენტარები