პოლიციელის დღე

პოლიციელის პროფესიონალიზმია გარანტი, რომ საზოგადოებას აქვს სიმშვიდის განცდა - ყაველაშვილი

პოლიციელის მუნდირი ღირსების, სიმამაცისა და სამშობლოსადმი უპირობო ერთგულების სიმბოლოა. კიდევ ერთხელ მკაფიოდ ვადასტურებ ჩემს ღრმა პატივისცემასა და სრულ მხარდაჭერას თითოეული თქვენგანის მიმართ.

პოლიციელის პროფესია განსაკუთრებულ სიმტკიცეს, პრინციპულობასა და უდიდეს თავდადებას მოითხოვს. სწორედ თქვენი პროფესიონალიზმი და საქმისადმი ერთგულებაა იმის გარანტი, რომ ჩვენს საზოგადოებას აქვს დაცულობის, სიმშვიდისა და სტაბილურობის განცდა.

მსურს განსაკუთრებული მადლობა გადაგიხადოთ იმისთვის, რომ მაღალი პროფესიული სტანდარტებითა და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობით სამაგალითონი ხართ ჩვენი საზოგადოებისთვის.

თქვა ივანიშვილის პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე.

ცნობისთვის, 27 მაისს, ქართლის ამბებმა გაავრცელა ვიდეო, სადაც ჩანს როგორ ძალადობენ ჯგუფურად პოლიციელები მოქალაქეზე, სავარაუდოდ, მისი დაკავების დროს.

მოქალაქე პაპუნა ლოცულაშვილის ცემისთვის ბრალდებულ ექვსივე პოლიციელს, 29 მაისს,  მოსამართლემ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. 

კომენტარები