პოლიციელის დღე

თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ პოლიცია მოქმედებს მაღალი პროფესიონალიზმით - კობახიძე

ივანიშვილის პრემიერმა ირაკლი კობახიძემ პოლიციელის დღეზე მიმართვისას განაცხადა, რომ სწორედ პოლიციელების თავდადებას ქვეყნის "სტაბილურობა და უსაფრთხოება" და რომ დღეს ქართული პოლიცია "მაღალი პროფესიონალიზმით" მოქმედებს.

"გასული რამდენიმე წელიწადი იყო გამოწვევებით სავსე ქართული სახელმწიფოსთვის, უპირველესყოვლისა სწორედ პოლიციის დამსახურებაა, რომ ამ წლის განმავლობაში სახელმწიფომ წარმატებით აღკვეთა ხელისუფლების გადატრიალების რამდენიმე ძალადობრივი მცდელობა, თითოეულ პოლიციელს განსაკუთრებული მადლობა ამისთვის.

გასული ერთი წლის განმავლობაში გადაიდგა უმნიშვნელოვანესი ნაბიჯები შინაგან საქმეთა სამინისტროა ინსტიტუციური გაძლიერებისა და დანაშაულთან ბრძოლის მიმართულებით, განსაკუთრებით, ეს ეხება ორგანიზებულ და კორუფციულ დანაშაულთან და უკანონო მიგრაციასთან ბრძოლას.

დღეს ჩვენ თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქართული პოლიცია მოქმედებს მაღალი პროფესიონალიზმით და ღირსეულ ადგილს იკავებს მსოფლიოს საუკეთესო სამართალდამცავ სისტემებს შორის, ამის უმთავრესი დასტური პოლიციის მაღალი რეპუტაცია და პოლიციის მიმართ ქართველი ხალხის გამორჩეული ნდობაა." - თქვა კობახიძემ, პოლიციელის დღეზე. 


ცნობისთვის, 27 მაისს, ქართლის ამბებმა გაავრცელა ვიდეო, სადაც ჩანს როგორ ძალადობენ ჯგუფურად პოლიციელები მოქალაქეზე, სავარაუდოდ, მისი დაკავების დროს.

მოქალაქე პაპუნა ლოცულაშვილის ცემისთვის ბრალდებულ ექვსივე პოლიციელს, 29 მაისს,  მოსამართლემ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. 

კომენტარები