26 მაისი

ფაშინიანი: მსურს, გულწრფელად მოგილოცოთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე

სომხეთის რესპუბლიკის მთავრობისა და პირადად ჩემი სახელით, მსურს გულწრფელად მოგილოცოთ საქართველოს ეროვნული დღესასწაული, სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის დღე. საქართველოსთან ძმური ურთიერთობების შემდგომი განმტკიცება ჩვენი მთავრობის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი მიზანია, რომელსაც უკვე პრაქტიკული და ინსტიტუციონალიზებული სტრატეგიული პარტნიორობის ხასიათი აქვს.

განსაკუთრებული კმაყოფილებით მინდა აღვნიშნო თქვენი ხელმძღვანელობით, საქართველოს დელეგაციის მონაწილეობა ერევანში გამართულ ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მე-8 სამიტში.

ჩვენ ასევე ძალიან ვაფასებთ საქართველოს მთავრობისა და პირადად თქვენს ძალისხმევას რეგიონული თანამშრომლობის მიმართულებით. კიდევ ერთხელ გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს და გისურვებთ ნაყოფიერ საქმიანობას, ხოლო თქვენს ქვეყანას მშვიდობას და კეთილდღეობას.

წერს სომხეთის პრემიერმინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ირაკლი კობახიძისადმი მიწერილ წერილში.

კომენტარები