დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში პარლამენტთან, აქციაზე საავტომობილო გზისა და ტროტუარის "გადაკეტვის" საქმეებზე 4 პროცესი გაიმართა. 2 მოქალაქეს ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა, ერთს სიტყვიერი გაფრთხილება გამოუცხადეს, ერთი საქმის სამართალწარმოება კი შეწყდა. ყველა გადაწყვეტილება მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ მიიღო.
- ნათია ჭელიძე - 2-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა - მოსამართლე თორნიკე კაპანაძე;
- ალექსი (ბუკა) პეტრიაშვილი - 3-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა - მოსამართლე თორნიკე კაპანაძე;
- სანდრო სეხნიაშვილი - სიტყვიერი გაფრთხილება - მოსამართლე თორნიკე კაპანაძე;
- დავით პაპაშვილი - შეწყდა საქმის წარმოება. მას 2020 წლიდან აქვს შშმ პირის სტატუსი - მოსამართლე თორნიკე კაპანაძე.




