დღეს ჩვენს უკრაინელ მეგობრებს მკაფიო მესიჯი გავუგზავნეთ: დახმარება გზაშია.
ომის დაწყების შემდეგ მე ვმუშაობდი ერთი მარტივი ჭეშმარიტების გარშემო ამერიკისა და ჩვენი მოკავშირეების გაერთიანებაზე: გამარჯვებისთვის უკრაინას ძალა უნდა ჰქონდეს და პუტინმა უნდა გადაიხადოს ტერორის ყოველი კილომეტრისთვის, რაც მან გამოიწვია.
ამ პეტიციით ჩვენ მოქმედებას ვაიძულებთ – რათა უკრაინა გაძლიერდეს, პუტინის ომის მანქანა დასუსტდეს და კიდევ ერთხელ დამტკიცდეს, რომ ტირანიის პირისპირ თავისუფლება უკან არ იხევს. ჩვენი მოწინააღმდეგეები გვიყურებენ და ეს მესიჯი მოსკოვის მიღმაც იგზავნება.
მშვიდობა ძალის მეშვეობით ნიშნავს დემოკრატიის გვერდით დგომას, იმ დიქტატორების მტკიცე კონფრონტაციას, რომლებიც მის [დემოკრატიის] განადგურებას ცდილობენ და იმის მკაფიოდ გამოხატვას, რომ ამერიკა არასდროს მიატოვებს თავისუფლების ფრონტის ხაზს.





