რეალურად, მაშინ როდესაც ერთი კონკრეტული ევროპარლამენტარი საუბრობს, რომ მისი ძალისხმევის შედეგია, სინამდვილეში ამ ყველაფრის უკან დგას ის ძალა, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში ვხედავთ, რომ ყველანაირად ცდილობს დააზიანოს ქვეყნის ინტერესები და ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ რამენაირად რადიკალი ოპოზიციური გაერთიანება მოიყვანონ ხელისუფლებაში.
ევროპარლამენტის რეზოლუციები გაჯერებულია ფეიქ ინფორმაციებით, აღქმებზე აგებული ინფორმაციებით, იმედი ამ დროს ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ სწორი ინფორმაცია მიეწოდოს ჩვენს საზოგადოებას და სიმართლე მივიდეს საზოგადოებამდე. ეს, როგორც ჩანს, კონკრეტულ ძალას არ მოსწონს, ამიტომ, ცდილობენ ასეთი მეთოდებით იმედს ხელი შეუშალონ იმისათვის, რომ სიმართლის მიტანა მოხდეს ჩვენს საზოგადოებამდე.
პროპაგანდისტული იმედი
კახიანი ევროპარლამენტზე: ცდილობენ იმედს ხელი შეუშალონ საზოგადოებამდე სიმართლის მიტანაში





