პროპაგანდისტული მედიები

პაპუაშვილი იმედზე: მთავარი, რასაც უფრთხის დღეს ბრიუსელი, ეს არის მართალი სიტყვა

რა თქმა უნდა, ეს არის კონტექტსში დასანახი, რასაც ჩვენ ბოლო პერიოდში ვისმენთ და ნაბიჯებს ვხედავთ. ეს არის მცდელობა, სხვადასხვა უცხოური ძალის, რომ საქართველოში დახურონ თავისუფალი მედია. ფაქტია, რომ მთავარი, რასაც უფრთხის დღეს ბრიუსელი, ეს არის მართალი სიტყვა და ძალიან აფრთხობთ, როგორც ჩანს, ის სიმართლე, რომელიც, საბოლოო ჯამში, ესმით და რომლის გამოც ის მთელი პროპაგანდა, რომელიც მოქოქილი იყო და მილიონობით იხარჯება საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ, ეს პროპაგანდა არ მუშაობს.

ამიტომ ეს არის ნაწილი საქართველოში თავისუფალი მედიის დახურვისა. სწორედ ეს არის გაგრძელება დიდი ბრიტანეთის მიერ მიღებული მტრული გადაწყვეტილების მედიის წინააღმდეგ, რომლის მიზანიც არის, რომ დაიხუროს თავისიფალი მედია და მუქარას დიდი ხანია ვისმენდით ქალბატონი რასასგან, რომელიც გამოირჩევა ქართველი ხალხის მიმართ ფაშისტური განცხადებებით. ამ მუქარას ვისმენდით და, ვინაიდან სხვანაირად ვერ ასრულებენ ამ მუქარას, ახლა თავის რაღაც ვიწრო წრეში, ასე ვთქვათ, პატარა ბრწკენას ცდილობენ თავისუფალი მედიის წინააღმდეგ. [...]

ჩემთვის იყო აღმოჩენა, რომ იმ პირობებში, როდესაც ევროკავშირმა დახარჯა ასობით ათასი ევრო იმისათვის, რომ გაეშავებინა საქართველოს პარლამენტი, მოესია ჩვენთვის ენჯეოები, ე.წ. მედიაომბუდსმენი, ჟურნალისტთა ეთიკის ქარტია, ამაში ჩადეს ათი ათასობით ევრო, რომ პარლამენტის რეპუტაცია დაეზიანებიათ, როდესაც სწორედ აკრედიტაციის წესებთან დაკავშირებით იყო თავდასხმა საქართველოს პარლამენტში. დღესაც საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელია შეტანილი, ევროკავშირის საელჩოს და ევროპარლამენტის დაფინანსებით, თითქოს აკრედიტაციის წესების შემოღება, თითქოს დადგენა გარკვეული წესების ეწინააღმდეგება მედიათავისუფლებას და ა.შ. და რა აღმოვაჩინეთ?!

აღმოვავინეთ, თურმე ევროპარლამენტში არის უფრო მკაცრი წესები, ვიდრე საქართველოს პარლამენტში. კერძოდ, საქართველოს პარლამენტში იცით, რომ ერთ-ერთი წესი არის, თუკი რესპოდენტს არ სურს ინტერვიუს მიცემა, ჟურნალისტს შეუძლია დაიწყოს ინტერვიუ, მაგრამ რესპოდენტი თუ ეტყვის, რომ შეწყვიტოს ინტერვიუ, უნდა შეწყდეს ინტერვიუ. რა აღმოჩნდა ევროპარლამენტში?! თურმე წინასწარი თანხმობა არის საჭირო რესპოდენტისგან. საინტერესოა, ვიფიქრებთ ამაზე. მეორე, როდესაც ირღვევა საქართველოში წესი, რა გვაქვს ჩვენ სანქცია? სანქცია არის 1 თვით შეჩერება აკრედიტაციის და განმეორების შემთხვევაში 6 თვით. რამდენი ხნით შეუჩერეს იმედს? 1 წლით. კარგია, ამაზეც ვიფიქრებთ. ასე რომ, მე ვაპირებ, რომ ვიფიქრო, შევიტანო თუ არა შესაბამისი ცვლილებები აკრედიტაციის წესში.

თქვა ივანიშვილის წარმომადგენელმა, შალვა პაპუაშვილმა.

პროპაგანდისტული მედია TV იმედის ცნობით, მათ ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით აეკრძალათ, ხოლო გარდა ამისა მოლდოვამ TV იმედს, რუსთავი 2-სა და POSTV-ს აკრედიტაციაზე უარი უთხრა

კომენტარები