იმედის, POSTV-ის და, ზოგადად, დამოუკიდებელი ქართული მედიასაშუალებების წინააღმდეგ უკვე ბევრი წელია, მიდის აქტიური მუშაობა. მათ შორის, განსაკუთრებულად, ადგილობრივი აგენტურა, რომელიც აქედან გარეთ აგზავნის ინფორმაციებს, გარეთ მყოფი მათი წარმომადგენლები, მათი მოკავშირეები, მათი პატრონები, ის ბიუროკრატები, რომლებიც საკუთარ თავსაც კი ვერ აკონტროლებენ, არათუ იმ გადაწყვეტილებებს, რომლებსაც ისინი იღებენ იმედის და POSTV-ის მიმართ. […]
ის პროცესი, რომელიც იმედის წინააღმდეგ არის დაწყებული და, ზოგადად, ქართული მედიასაშუალებების წინააღმდეგ, ეს არის არა მხოლოდ მარტო საქართველოს კონტექსტში, არამედ მთლიანად ცენზურის ჭრილში შეგვიძლია განვიხილოთ, რომელსაც აკრიტიკებს და რომელზეც ბევრს საუბრობს ამერიკის შეერთებული შტატები. […]
კარგად დამუშავებული ტაქტიკაა, რაც გულისხმობს იმას, რომ პირდაპირ მიაკრა იარლიყი “რუსული”, “პრორუსული” - არის უკვე გამზადებული ფორმულა, თუ როგორ შეგიძლია დაასანქცირო, მოხსნა, აკრძალო და ამ ჭრილში უკვე ევროპარლამენტმაც გამოიყენა იმედის წინააღმდეგ და უკვე მოლდოვის გადაწყვეტილებაც ნამდვილად ზის ამ ქვეყნის მმართველების ქცევის ჟანრში. [...]
მე დარწმუნებული ვარ, რომ მათ შორის ბრიტანეთის სანქციებიდან დაწყებული, ახლა ამ გადაწყვეტილებითაც თქვენ გაცილებით მეტი ნდობა და პატივისცემა გაქვთ ქართველ ტელემაყურებლებში და ქართულ საზოგადოებაში.




