კათოლიკოს-პატრიარქი შიო III

მიტროპოლიტი მალხაზ სონღულაშვილი შიო III-ს აღსაყდრებას ულოცავს

Evangelical-Baptist Church of Georgia

საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის მიტროპოლიტი მალხაზ სონღულაშვილი კათოლოკოს-პატრიარქ შიო III-ს აღსაყდრებას ულოცავს.

"თქვენო უწმიდესობავ და უნეტრესობავ, საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსების, სასულიერო დასისა და მთელი ჩვენი მრევლის სახელით, გილოცავთ აღსაყდრებას სვეტიცხოვლის წმინდა ტაძარში და გისურვებთ ღვთის კურთხევას თქვენს მოღვაწეობასა და საქმიანობაში.

ჩვენ ვლოცულობთ, რომ ღმერთმა გიწყალობოთ დიდი სიბრძნე, გონიერება, და თანალომობა ყველა ადამიანის მიმართ, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ცხოვრობს. ჩვენ ასევე ვლოცულობთ, რომ თქვენი მსახურების შედეგად გაღრმავდეს ქრისტიანთა ერთობა ამ ქვეყანაში, გაძლიერდეს ინტერრელიგიური და ინტერკულტურული თანამშრომლობა, ჩვენს სამშობლოში ფესვი გაიდგას იმ უპირობო სიყვარულმა, რომელსაც ჩვენი უფალი იესო ქრისტე გვასწავლის.

თქვენი უღელი იოლი არ არის, მაგრამ უფალს ვავედრებთ თქვენს თავს, რომ მან შეგაძლებინებთ მძიმე უღლის მსუბუქად ზიდვა. 32 წლის წინათ, როდესაც მე ჩემმა ეკლესიამ წინამძღოლობის პატივი დამაკისრა, თანამგზავრად მომიჩინა ერთი აზრი ქრისტიანული საღვთო წერილიდან: „ღმერთია მშვიდობის მომცემი, მან გააცოცხლა უფალი იესო ქრისტე - დიდი მწყემსი...ღმერთმა მოგიმართოთ ხელი, რომ იმისი მორჩილები იყოთ, რომ ყოველთვის ღვთის მოსაწონად იქცეოდეთ.“ (ებრ. 13:20-21). ნება მიბოძეთ, დღეს ეგევე სიტყვები გაგატანოთ საგზლად თქვენი სამწყემსმთავრო მოღვაწეობის გზაზე.

ღმერთმა მოგცეთ ძალა, ჯანმრთელობა და შთაგონება, რომ სიყვარულითა და თვინიერებით ემსახუროთ მშვიდობას, შერიგებას, სამართლიანობასა და თავისუფლებას ღვთის სადიდებლად და საქართველოს თითოეული მოქალაქის საკეთილდღეოდ" - ნათქვამია მეუფე მალხაზ სონღლაშვილის წერილში.

11 მაისს, სამების საკათედრო ტაძარში შეკრებილმა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულმა კრებამ 22 ხმით გამოირჩია შიო, მიტროპოლიტი სენაკისა და ჩხოროწყუსი და საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მთავარეპისკოპოსად მცხეთა-თბილისისა, მიტროპოლიტად ბიჭვინთისა და ცხუმ აფხაზეთისა და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად.

შიო III 9 წლის განმავლობაში იყო საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ილია II-ის მოსაყდრე.

კომენტარები