სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში საქართველოს 142-ე კათოლიკოს პატრიარქის, შიო III-ის ინტრონიზაცია გაიმართა.
ამიერიდან საქართველოს მართლმადიდებელი, ავტოკეფალური და სამოციქულო ეკლესიის კათოლიკოს-პატრიარქი, ბიჭვინთისა და ცხუმ აფხაზეთის მიტროპოლიტი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი შიო III [მუჯირი] იქნება.
აღსაყდრებისას შიო III-ს გადაეცა საპატრიარქო სიმბოლოები, ისტორიული საპატრიარქო მიტრა, ჯვარ-პანაღია, კუნკულ-ბარტყული და კვერთხი.
11 მაისს, სამების საკათედრო ტაძარში შეკრებილმა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულმა კრებამ 22 ხმით გამოირჩია შიო, მიტროპოლიტი სენაკისა და ჩხოროწყუსი და საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მთავარეპისკოპოსად მცხეთა-თბილისისა, მიტროპოლიტად ბიჭვინთისა და ცხუმ აფხაზეთისა და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად.
შიო III 9 წლის განმავლობაში იყო საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ილია II-ის მოსაყდრე.




