მეწყერი

ბაგები-წყნეთის გზაზე მთის ფერდის ნაწილი ჩამოიშალა – მოძრაობა დროებით შეიზღუდება

თბილისის მერიის ინფორმაციით, ბაგები-წყნეთის დამაკავშირებელ გზაზე არსებულ მეწყრულ ზონაში მთის ფერდის მცირე ნაწილი ჩამოიშალა, რის გამოც გზაზე 26 ნოემბერს 00:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე, ასევე, 27 ნოემბრის 00:00-დან 06:00 საათამდე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება.

"ადგილზე იმყოფებოდნენ დედაქალაქის მერიის შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები, გეოლოგები და კონსტრუქტორები. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, დაიგეგმა ფერდის გამაგრების საპრევენციო ღონისძიებები". – ნათქვამია მერიის განცხადებაში.

კომენტარები