TV იმედის დასანქცირება

რა თქმა უნდა, კავშირშია იმედის გასხვისება და სანქცირება - რუხაძე

"რა თქმა უნდა, კავშირშია იმედის გასხვისება და სანქცირება" - თქვა ბიზნესმენმა ირაკლი რუხაძემ ტელევიზიაზე, რომელთან "დამშვიდობების" შესახებ წერილი 6 თებერვალს გაავრცელა და რომელიც 24 თებერვალს გაერთიანებულმა სამეფომ დაასანქცირა.

თუმცა რუხაძე აღნიშნავს, რომ სანქცირება არ ყოფილა მთავარი მიზეზი. მისი თქმით, "პოლიტიკაში და ბიზნესში არ უნდა იყო ერთდროულად", რაც იმედის პირობებში შეუძლებელი იყო. 

"რატომღაც მე თუ გადავწყვიტე პოლიტიკაში წასვლა, მთელი ბიზნესი უნდა მოვიშორო მანამდე, ამიტომ არ ვაპირებ საერთოდ და ვაპირებ ბიზნესში დარჩენას, მაგრამ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკა და ბიზსენი არ იკვეთებოდეს, იმედი სულ გკვეთავდა ამ პოლიტიკაში და ბიზნესში, ჩემს პარტნიორებს ჰქონდათ ეს ყელში ამოსული, მეც რაღაც ამბავში, მაგრამ მე კიდევ ამაში გახვეული ვიყავი.

ლონდონში ან სადღაც, რომ ცხოვრობ და სულ სტატიები იწერება შენზე, მითუმეტეს, რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ სულ აფეთქდა ეს ყველაფერი, მანამდე მაინცდამაინც არავის არ აწუხებდა. ჰოლანდიაში ჰოლანდიურ ენაზე წერენ სტატიას შენზე… რაღაც მომენტში, დამიბარეს ჩემმა მეგობრებმა და პარტნიორებმა მითხრეს, რომ რაღაც გადაწყვიტე.

ეს იყო ა და ბ იყო სანქციების შიში, ოღონდ მე არ ველოდებოდი იმედს, მე ვერ წარმომედგინა ამ სიგიჟეს გააკეთებთა ინგლისი, რომ ქვეყანაში ყველაზე დიდ ტელევიზიას დაასანქცირებდა. რატომღაც ინგლისში, დახურულ ოთახში ხუთმა კაცმა შეიძლება გადაწყვიტოს, ქართველმა ხალხმა რას უნდა უყუროს და რას არა იმისდა მიუხედავად, რომ ქართველ ხალხს თვითონ შეუძლია თავის გადასართავით გადართოს." - თქვა რუხაძემ.

მისი თქმით, ტელევიზია რომ არ გაესხვისებინა, მის ხელში იმედი ვერ იმუშავებდა და "დახურვა მოუწევდა", თუმცა, ამასთანავე დარწმუნებულია, რომ ღმერთი "გზას ანახებდათ" და მაუწყებელი არ დაიხურებოდა. 

"მე არ მეგონა, იმედს თუ დაასანქცირებდნენ, მე მეგონა, მე შეიძლებოდა დავესანქცირებინე ინგლისს. ხალხი მყავდა ძალიან ბევრი ვინც ამაზე მუშაობდა ჩემთან და ყველა მეუბნებოდა, რომ იმედს ვერ დაასანქცირებენო, ყველა მეუბნებოდა ამერიკის მოქალაქესაც ვერ დაასანქცირებენ, ამერიკიდან უნდა აიღონ უფლება.

მე ზუსტად არვიცი ეს ყველაფერი, მაგრამ ჩვენთან მუშაობდა ადამიანი, რომელიც იყო ბოლო კაცი, ვინც მედვედევის სანქციას მოაწერა ხელი, ამიტომ ის მიყვებოდა როგორ ხდება ეს და რისი უნდა მეშინოდეს, რისი არ უნდა მეშინოდეს, პროცესი როგორია.

რა თქმა უნდა, სულ ვაკვირდებოდი იმიტომ, რომ ჩემთვის კატასტროფა იყო. სანქცია რა არის? სანქცია საშიშია თუ რაღაც გაქვს და რაც უფრო მეტად გაქვს დასავლეთთან მით უფრო საშიშია, რაც უფრო ნაკლებად ხარ დასავლეთთან ინტეგრირებული, ნაკლებად საშიშია. ეგაა სანქცია, ტიპი გეუბნება ჩემს ქვეყანასთან და ჩემს ქვეყანაში რაღაცებს ვერ გააკეთებ, თორემ რაც გინფა ქენი საქართველოში. 

რა თქმა უნდა, მე მადარდებდა, გიჟი უნდა ვყოფილიყავი რომ არ მადარდებდეს, მადარდებდა და ვცდილობდი რაღაცნაირად გამეგო. ის, რომ ჩემი გასვლიდან ასე სწრაფად დაასანქცირეს იმედი დამთხვევაა? არ ვიცი, მე მაინც მგონია, რომ ამერიკის მოქალაქის ხელში უფრო რთული იქნებოდა, ალბათ." - განაცხადა ბიზნესმენმა კაცმანის პოდკასტში. 

კომენტარები