თურქეთი-სომხეთი

სომხეთსა და თურქეთს შორის სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის საკითხზე შეხვედრა გაიმართა

სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სომხეთისა და თურქეთის წარმომადგენლებმა ორმხრივი სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის საკითხზე სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გამართეს.

"სომხეთ-თურქეთის ურთიერთობების ნორმალიზაციის პროცესში მიღწეული შეთანხმებების საფუძველზე, 2026 წლის 28 აპრილს ყარსში გაიმართა სომხეთ-თურქეთის ერთობლივი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გიუმრი-ყარსის რკინიგზის რეაბილიტაციისა და ამოქმედების საკითხზე" - ნათქვამია განცხადებაში. 

მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს გიუმრი-ყარსის რკინიგზის რაც შეიძლება მალე ამოქმედების მნიშვნელობა რეგიონში სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გაფართოების კონტექსტში.

ამასთან, სომხეთში აშშ-ს საელჩომ სამუშაო ჯგუფის შეხვედრა შეაფასა როგორც "ისტორიული პროგრესი მშვიდობიანი და განვითარებული სამხრეთ კავკასიისკენ."

კომენტარები