თურქეთი-სომხეთი

თურქეთი და სომხეთი ურთიერთობის ნორმალიზების მოლაპარაკებების დაწყებაზე შეთანხმდნენ

მევლუთ ჩავუშოღლუ
Reuters

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მევლუთ ჩავუშოღლუს თქმით, თურქეთი და სომხეთი საგანგებო წარმომადგენლებს დანიშნავენ და ურთიერთობის ნორმალიზებისთვის საჭირო ნაბიჯებს განიხილავენ. მინისტრის თქმით ასევე აღდგება ჩარტერული ფრენები ერევანსა და სტამბოლს შორის.

ჩავუშოღლუმ აღნიშნა, რომ სომხეთთან ურთიერთობის ნორმალიზების გზაზე ყველა ნაბიჯი აზერბაიჯანთან იქნებოდა განხილული.

სომხეთსა და თურქეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები ფორმალურად დამყარებული არ არის. 1993 წლიდან ქვეყნებს შორის ჩაკეტილია სახმელეთო საზღვარი.

2009 წელს მხარეებმა დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებისთვის ხელი მოაწერეს ციურიხის პროტოკოლებს, თუმცა შეთანხმება რატიფიცირებული არ ყოფილა და ქვეყნებს შორის ურთიერთობა დაძაბული რჩება. გასულ წელს მთიან ყარაბაღში სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის კონფლიქტის დროს თურქეთი მხარს უჭერდა აზერბაიჯანს და სომხეთს აზერბაიჯანის ტერიტორიების ოკუპაციაში ადანაშაულებდა.

კომენტარები