საკადრო ცვლილება

ოცნებამ ივანიშვილის სუს-ის უფროსად გეკა გელაძე დანიშნა

პლენარულ სხდომაზე ივანიშვილის დეპუტატებმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსად გეკა გელაძის დანიშვნას მხარი დაუჭირეს, 85 მომხრე და 12 წინააღმდეგი.

აქამდე გელაძე შს მინისტრის პოსტს იკავებდა. 

საკადრო ცვლილებების შესახებ ცნობილი 21 აპრილს გახდა, როდესაც ივანიშვილის პრემიერმა ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ სუს-ის ყოფილი უფროსი, მამუკა მდინარაძე სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობას დაიკავებდა. 

კომენტარები