რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

საჰაერო სივრცის დასაცავად პოლონეთი უკრაინის დახმარებით "დრონების არმადას" ქმნის – ტუსკი

პოლონეთის პრემიერმინისტრი დონალდ ტუსკი
EFE/EPA/Pawel Supernak

პოლონეთის პრემიერმინისტრმა, დონალდ ტუსკმა ჟეშუვში გამართულ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ პოლონეთი რუსული აგრესიისგან თავის დასაცავად "დრონების არმადის" შექმნას აპირებს. 

ტუსკის თქმით, უკრაინის საბრძოლო გამოცდილების გამოყენებით პოლონეთი "მთელ ტექნოლოგიურ ეპოქას გადაახტება" და მასობრივ, ავტონომიურ საჰაერო თავდაცვით ქსელს შექმნის. 

"უკრაინა [დრონების] სფეროში უკვე ლიდერობს. დამთხვევა არაა, რომ დიდი სახელმწიფოების დაპირისპირებაში, რომელიც ფაქტობრივად ახლო აღმოსავლეთში ხდება, უკრაინამ დაამტკიცა, რომ მიმზიდველი პარტნიორია იმ ქვეყნებისთვის, რომლებსაც თავიანთი საჰაერო სივრცის დაცვა სურთ." – აღნიშნა ტუსკმა. 

"დიდი სიამოვნებით ვამბობ, რომ პოლონეთის გეგმაში, შეიქმნას დრონების არმადა, ჩვენი უკრაინელი მეგობრებიც იქნებიან ჩართულნი ტექნიკური ექსპერტიზისა და დრონული შესაძლებლობების კუთხით." – დაამატა მან.

კომენტარები