რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

რუსეთმა უკრაინაზე 666 დრონითა და რაკეტით მიიტანა იერიში, მოგერიებულია 610

იერიშების შედეგები დნიპროში

უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, გასულ ღამეს რუსეთმა უკრაინაზე იერიში 666 რაკეტითა და დრონით მიიტანა. ამავე ცნობებით, უკრაინამ შეძლო 580 უპილოტო საფრენი აპარატისა და 30 ფრთოსანი რაკეტის მოგერიება.

25 აპრილის ღამეს სარაკეტო განგაში უკრაინის თითქმის ყველა ოლქში ჩაირთო. იერიშების შედეგად აფეთქებები მოხდა ქალაქ დნიპროში. დაშავდა, სულ მცირე, 21 ადამიანი და დაიღუპა ორი. გრძელდება სამძებრო-სამაშველო სამუშაოები. ნგრევისა და დაშავებულთა შესახებ ცნობები ვრცელდება ხარკოვისა და ოდესის ოლქებიდანაც.

უკრაინაზე მიტანილი იერიშების პარალელურად, პოლონეთმა საკუთარი საჰაერო სივრცის უსაფრთხოების დასაცავად ავიაგამანადგურებლები ააფრინა

კომენტარები